„ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ სრული დატვირთვით ვარჯიშობს.
მიუხედავად ამისა, ლონდონელთა დამრიგებელმა მაურიციო პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ინგლისელი თავდამსხმელის ფინალში თამაშის შესახებ გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებს:
„ჩვენ კიდევ ერთი ვარჯიში გვაქვს წინ, რის შემდეგაც მე საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებ. ამ მომენტისთვის არჩევანის გაკეთება რთულია“, – ამბობს პოჩეტინო.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრების ფორვარდმა ტრავმა 9 აპრილს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.
ჩემპიონთა ლიგის ფინალი „ლივერპულსა“ და „ტოტენჰემს“ შორის 23 საათზე დაიწყება.