ჰარი კეინმა „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT
ჰარი კეინმა „მანჩესტერ სიტისთან“ ხუთწლიანი კონტრაქტი შეათანხმა #1TVSPORT

„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა პირადი კონტრაქტის პირობები შეათანხმა „მანჩესტერ სიტისთან“. ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში, – დაწერა თავის „ტვიტერში“ ჟურნალისტმა ნიკოლო სკირამ.

ლონდონური კლუბი იმედოვნებს, რომ თავისი ლიდერის სანაცვლოდ 160-170 მილიონ ევროს მიიღებს.

გასულ სეზონში კეინმა 35 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 23 გოლი გაიტანა და 14 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

უფრო ადრე გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა იმის შესახებ, რომ კეინმა, შესაძლოა, ბოიკოტი გამოუცხადოს „ტოტენჰემის“ ვარჯიშებს, თუ გუნდი უარს იტყვის ფორვარდის „მანჩესტერ სიტიში“ გაშვებაზე. ამგვარი ვარაუდი გამოთქვა ინგლისის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელმა, რომლებმაც ერთი თვე გაატარეს ევრო 2020-ზე კეინთან ერთად და სწორედ ამგვარ დასკვნამდე მივიდნენ.