ჰარი კეინმა ინგლისის ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა
ჰარი კეინმა ინგლისის ჩემპიონატში მეასე გოლი გაიტანა

პრემიერლიგის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “ლივერპულსა” და “ტოტენჰემს” შორის ანგარიშით 2:2 დასრულდა. ლონდონური კლუბი წაგებას 95-ე წუთზე ჰარი კეინმა გადაარჩინა. ეს ფორვარდის მე-100 გოლი იყო ინგლისის ჩემპიონატში.

24 წლის ინგლისელმა 142 მატჩში გაიტანა 100 გოლი. როგორც სტატისტიკური სააგენტო Opta იტყობინება, პრემიერლიგაში 100 გოლის გასატანად უფრო ნაკლები მატჩი მხოლოდ ლეგენდარულ ალან შირერს დასჭირდა – 124.

გათამაშების ცხრილში “ლივერპული” 51 ქულით მესამე ადგილზეა, “ტოტენჰემი” 49 ქულით მეხუთეა.