ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „ტოტენჰემმა“ „ოლიმპიაკოსს“ უმასპინძლა. მატჩი უხვგოლიანი გამოდგა და ინგლისელებმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმეს – 4:2.
„ტოტენჰემის“ თავდამსხმელმა ჰარი კეინმა ამ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 24 მატჩში 20 ბურთი გაიტანა.
გუშინდელ დღემდე ეს რეკორდი ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, ალესანდრო დელ პიეროს ეკუთვნოდა, რომელმაც 20 გოლის გატანა 26 მატჩში მოახერხა.
მესამე ადგილზეა ჰოლანდიელი ფეხბურთელი რუდ ვან ნისტელროი – 20 გოლი 27 შეხვედრაში.