ჰარი კეინის ფენომენალური 2017 წელი
ჰარი კეინის ფენომენალური 2017 წელი

ინგლისის ჩემპიონატში მე-20 ტური დაიწყო, რომლის პირველ მატჩში “ტოტენჰემმა” საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით დაამარცხა “საუთჰემპტონი” – 5:2.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო “ტოტენჰემის” ფორვარდისთვის, ჰარი კეინისთვის. ორი გოლის გატანის შემთხვევაში, ის 2017 წლის საუკეთესო ბომბარდირი ხდებოდა, გარდა ამისა, რამდენიმე რეკორდის ავტორობასაც მოიპოვებდა.

საბოლოოდ, კეინმასაუთჰემპტონს” სამი გოლი გაუტანა და 2017 წელი 56 გოლით დაასრულა. ინგლისელმა წინა ლიდერს ლიონელ მესის გაუსწრო, რომელსაც წელს 54 გოლი ჰქონდა გატანილი.

გარდა ამისა, კეინი ​ერთი კალენდარული წლისთვის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა. “ტოტენჰემის” ფორვარდმა ლეგენდარული ალან შირერის რეკორდი დაამხო, რომელსაც 1995 წელს, “ბლექბერნში” თამაშისას 42 მატჩში 36 გოლი დაუგროვდა. კეინმა კი 2017 წელს, 36 მატჩში გაიტანა 37 გოლი.

და კიდევ, კეინმა 2017 წელს რვა ჰეთ-თრიკი შეასრულა – ეს უფრო მეტია, ვიდრე ლიონელ მესის, კრიშტიანუ რონალდუს, სერხიო აგუეროს, ედინსონ კავანისა და რობერტ ლევანდოვსკის ერთად ჰქონდათ. ამ ხუთმა ვარსკვლავმა ფორვარდმა ჯამში შვიდი ჰეთ-თრიკი შეასრულა.

სამშაბათის სხვა მატჩები პრემიერლიგაში ასე დასრულდა:
ბორნმუთი-ვესტ ჰემი 3:3
ჩელსი-ბრაიტონი 2:0
ჰადერსფილდი-სტოკი 1:1
მანჩესტერ იუნ-ბარნლი 2:2
უოტფორდი-ლესტერი 2:1
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 0:0
ლივერპული-სუონსი 5:0