ლონდონის „ტოტენჰემი“, შესაძლოა, მიმდინარე სეზონის დასრულებამდე დაბრუნდეს მოედანზე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელმა ტრავმა ინგლისის ჩემპიონატის 21-ე ტურში მიიღო „საუთჰემპტონის“ წინააღმდეგ. ფორვარდს ბარძაყის კუნთის გაწყვეტის დიაგნოზი დაუსვეს.
როგორც ირკვევა, კეინის აღდგენითი პროცესი იმაზე სწრაფად წარიმართა, ვიდრე ელოდნენ. ამიტომაც, ვარაუდობენ, რომ ფეხბურთელმა აპრილის დასაწყისში შეიძლება მოახერხოს მინდორზე დაბრუნება.
უფრო ადრე, „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ აღნიშნა, რომ ინგლისელი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს და ვერ ითამაშებს ევრო 2020-ზე.
მიმდინარე სეზონზე კეინმა „ტოტენჰემის“ რიგებში 25 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და ორ შედეგიანი გადაცემა შეასრულა.