ჰარი კეინი - რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, გუნდს მოედნიდან გავიყვან
ჰარი კეინი - რასიზმის გამოვლინების შემთხვევაში, გუნდს მოედნიდან გავიყვან

ინგლისის ნაკრების კაპიტანი ჰარი კეინი არ მოითმენს რასიზმის გამოვლინებებს შავკანიანი პარტნიორების მისამართით.

„ეს საშინელება და მიუღებელია, მაგრამ მოთამაშეები ამას გაუმკლავდნენ – მათ პროფესიულად მოახერხეს თავიანთ სამუშაოზე კონცენტრირება და გააკეთეს ის, რაც ყველაზე კარგად გამოსდით. ახლა, პასუხისმგებელმა ადამიანებმა სწორად უნდა იმოქმედონ, რადგან რასიზმი მიუღებელია ფეხბურთში ან ცხოვრების რომელიმე სხვა სფეროში. მხარში ვუდგავარ ჩემს პარტნიორებს და ეს თუ კიდევ ერთხელ მოხდება და ისინი არ მოისურვებენ ამის მოთმენას, მე მათ გავუგებ. ჩვენ გუნდი ვართ, ერთი მთლიანი, ჩვენ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს“, – განაცხადა კეინმა „ტელეგრაფთან“ (The Telegraph) კომენტარში.

„ტოტენჰემის“ ფორვარდს ჰკითხეს – მზად არის თუ არა გუნდი დატოვოს მოედანი ობსტრუქციის გამეორების შემთხვევაში, რაზეც მან უპასუხა – „იმედია, ასეთი რამ აღარ გამეორდება. მაგრამ ეს კიდევ მოხდა, მზად ვარ ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღო“.

ინგლისის ნაკრების შავკანიან მოთამაშეებს რასიზმის ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენეს მონტენეგროსთან შესარჩევ მატჩში (5:1).

დატოვე კომენტარი