ჰარი კეინი „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაზე - როცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, ყველას დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT
ჰარი კეინი „პარი სენ-ჟერმენთან“ შეხვედრაზე - როცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, ყველას დამარცხება შეგვიძლია #1TVSPORT

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე „პარი სენ-ჟერმენთან“ მოახლოებულ შეხვედრაზე მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელმა თავდამსხმელმა, ჰარი კეინმა კომენტარი გააკეთა.

„პსჟ-თან კიდევ ერთი რთული მატჩი გველის. მათ შესანიშნავი სეზონი ჩაატარეს. ჩემპიონთა ლიგაზე  ამ გუნდს ერთხელ უკვე დავუპირისპირდით და მოვიგეთ. ახლაც იმავე ენერგიითა და მოტივაციით უნდა ვითამაშოთ. როცა ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებთ, შეგვიძლია, ნებისმიერი დავამარცხოთ“, — თქვა ინგლისელმა ფორვარდმა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ბაიერნს“ შორის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრა 5 ივლისს გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში „ბაიერნმა“ პსჟ პირველი ფაზის მატჩში კიმ მინ ჯეს გოლით 1:0 დაამარცხა.