ჰარი კეინი - იმედი მაქვს, მალე მე-200 გოლსაც ვიზეიმებ
ჰარი კეინი - იმედი მაქვს, მალე მე-200 გოლსაც ვიზეიმებ

ჰარი კეინი იმედს გამოთქვამს, რომ „ტოტენჰემის“ მაისურით მე-200 გოლის გატანას მალე იზეიმებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 31-ე ტურის მატჩში ლონდონელებმა თანაქალაქელი „ვესტ-ჰემ იუნაიტედი“ 2:0 დაამარცხეს და ერთ-ერთი გოლის ავტორი სწორედ კეინი გახდა.

ეს 26 წლის ფეხბურთელისთვის 137-ე გოლი გამოდგა „ტოტენჰემში“ ჩატარებულ 200 მატჩში, თუმცა თავად კეინი ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს.

„137 გოლი 200 მატჩში ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის, მით უმეტეს პრემიერლიგაში, თუმცა მეტსაც შეიძლება მიაღწიო. მე ახლა ჯერ 26 წლის ვარ და მინდა, რომ მალე 200 გოლის გატანა ვიზეიმო“, – მოჰყავს კეინის სიტყვები ბრიტანულ სამაუწყებლო კორპორაციას (BBC).

მიმდინარე სეზონში კეინმა 27 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის ავტორი გახდა.

 

დატოვე კომენტარი