ჰარი კეინი - ევრო 2020-ზე ვითამაშებ
ჰარი კეინი - ევრო 2020-ზე ვითამაშებ
„ტოტენჰემისა“ და ინგლისის ნაკრების ფორვარდი ჰარი კეინი დარწმუნებულია, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს. თავდამსხმელი მოედანზე დაბრუნებას აპრილისთვის გეგმავს. იანვარში 26 წლის ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე მყესის გაწყვეტა დაუდგინეს, რის შემდეგაც მან ოპერაცია გადაიტანა.
ჩემს გონებაში ცხადად ვგრძნობ, რომ ვითამაშებ ევროპის ჩემპიონატზე. თუ ტურნირის სტარტამდე რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება, მე იქ ვიქნები. ჯერ არ დამიწყია ვარჯიშები პირველ გუნდთან ერთად, მაგრამ ბევრს ვმუშაობ სატრენაჟორო დარბაზში და სულ უფრო ვძლიერდები.
კიდევ რამდენიმე კვირა უნდა მოვიცადო და ისევ ვითამაშებ. არ მინდა პროგნოზის გაკეთება, კერძოდ რომელი თამაშისთვის დავბრუნდები, მაგრამ, იმედია, აპრილის შუაში მზად ვიქნები სათამაშოდ“, – მოჰყავს კეინის სიტყვები სააგენტო AP-ს.