ჰარი კეინი - „დროა ტოტენჰემმა ტიტულების მოგება დაიწყოს“
ჰარი კეინი - „დროა ტოტენჰემმა ტიტულების მოგება დაიწყოს“

ჰარი კეინი იმედოვნებს, რომ „ტოტენჰემი“ ხანგრძლივ ლოდინს დაასრულებს და მიმდინარე სეზონის ბოლომდე ტიტულს დაისაკუთრებს. ოთხშაბათს მაურიციო პოჩეტინოს გაწვრთნილი გუნდი ლონდონის „ემირეიტს სტედიუმზე” „კარაბაო თასის“ მეოთხედფინალში „არსენალს“ დაუპირისპირდება.

„ჩვენ ტურნირის ისეთ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენთვის აქ ახალი პერსპექტივები ჩნდება, „ტოტენჰემმა“ უნდა დაიწყოს ტიტულების მოგება. ჩვენ ვითამაშეთ „არსენალთან“ რამდენიმე კვირის წინ და სამწუხაროდ დავმარცხდით, აქედან გამომდინარე ყველანი მოუთმენლად ველოდებით მოახლოებულ მატჩს და იმედი გვაქვს, რომ რევანშის აღებას შევძლებთ“ – განაცხადა „ჰოტსპურის“ ლიდერმა „სქაი სპორტს“-თან (Sky Sports) საუბრისას.