ჰარი კეინი დაბრუნებას დროზე ადრე გეგმავს
ჰარი კეინი დაბრუნებას დროზე ადრე გეგმავს

„ტოტენჰემის“ თავდამსხმელი ჰარი კეინი, ტრავმის შემდეგ, დროზე ადრე დაბრუნებას გეგმავს. დაზიანება მან ინგლისის ჩემპიონატის 22-ე ტურში, „მანჩესტერთან“ მატჩში (0:1) მიიღო.

„აღდგენითი პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს, – ციტირებს კეინის სიტყვებს „სკაი სპორტსი“ (Sky Sports), – ამ დღეებში გავიგებ, თუ როდის შევძლებ ვარჯიშის დაწყებას. მე ძალიან მინდა დავუბრუნდე მოედანს. ჯერჯერობით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის, მაგრამ ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ტრავმის შემდეგ ბოლომდე გამოვჯანმრთელდი. მიმდინარე სეზონში კეინმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 31 მატჩი ჩაატარა, 20 გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.