ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს
ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით დააჯილდოვეს

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰარი კეინი ბრიტანეთის იმპერიის მეხუთე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ორდენის გადაცემის ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართება, ფეხბურთში მიღწევებისთვის ჯილდო კი ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა პრინცი უილიამისგან მიიღო.

„სიამაყის უდიდესი გრძნობა მაქვს, ეს არის დიდი პატივი ჩემი ოჯახისთვის. მადლობა სამწვრთნელო შტაბსა და პარტნიორებს ინგლისის ნაკრებში”, – დაწერა თავის „ტვიტერზე“ კეინმა.

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე კეინმა ექვსი გოლი გაიტანა და „ოქროს ბუცი“ მიიღო. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა პრემიერლიგაში 26 მატჩი ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.

ასევე მის ანგარიშზეა ხუთი გოლი და ერთი საგოლე პასი ჩემპიონთა ლიგაზე.