ჰარი კეინი აპრილამდე ვერ ითამაშებს
ჰარი კეინი აპრილამდე ვერ ითამაშებს

„ტოტენჰემის“ ფორვარდს ჰარი კეინს, რომელსაც ექიმებმა მარცხენა მუხლის ტრავმა დაუდგინეს, ოპერაციის გადატანა მოუწევს. ამის შესახებ ლონდონური კლუბის პრესსამსახურმა დაწერა. ელოდებიან, რომ ინგლისის ნაკრების კაპიტანი ვარჯიშებს აპრილის დასაწყისში დაუბრუნდება.

კეინმა დაზიანება პრემიერლიგის 21-ე ტურში „საუთჰემპტონთან” მატჩში მიიღო. მიმდინარე სეზონში ფორვარდმა 25 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი შეასრულა.

„ტოტენჰემი” 17 მაისს პრემიერლიგაში თავის ბოლო შეხვედრას ითამაშებს. ასე რომ, კეინი მოასწრებს კიდევ შვიდ მატჩში მონაწილეობის მიღებას, თუ მოედანს ოთხ აპრილს, „შეფილდ იუნაიტედთან“ თამაშში დაუბრუნდება.

დატოვე კომენტარი