ჰარი კეინი 10 წლის შემდეგ ამერიკულ ფეხბურთში გადასვლას აპირებს
England forward Harry Kane and Eric Dier of England during the UEFA European Championship Group A Qualifying match between England and Czech Republic at Wembley Stadium, London on Saturday 23rd March 2019. (Photo by Leila Coker/MI News/NurPhoto via Getty Images)
ინგლისის ნაკრებისა და ტოტენჰემის ფორვარდმა ჰარი კეინმა განაცხადა, რომ ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ამერიკულ ფეხბურთში სურს ძალების მოსინჯვა.
„მართლაც მაქვს ამერიკული ფეხბურთის პროფესიულ ლიგაში (NFL) თამაშის სურვილი. ეს ის არის, რაშიც მოვსინჯავდი ძალებს 10-12 წლის შემდეგ, როცა საფეხბურთო კარიერას დავასრულებ. ყოველთვის მინდოდა და მინდა ვიყო საუკეთესო. როცა ტელეფონში ვიწერ თამაშს, მაშინაც იმაზე ვფიქრობ, ვიქნები თუ არა მსოფლიოში საუკეთესო. თუ თქვენ გითამაშიათ ინგლისის პრემიერლიგაში, მსოფლიოს ჩემპიონატსა და შემდეგ ამერიკული ფეხბურთი ლიგაში, აუცილებლად ჩაგთვლიან ერთ-ერთ უდიადეს სპორტსმენად ისტორიაში“, – განაცხადა კეინმა.
ამ სეზონში ფორვარდმა 33 ოფიციალური მატჩი ჩაატარა ტოტენჰემის შემადგენლობაში, 22 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.