ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია
ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია

ჰანტერ ბაიდენმა ფედერალურ პროკურორებთან შეთანხმებას მიაღწია. შეთანხმების თანახმად, რომელიც დელავერის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს, ჰანტერ ბაიდენს ორწლიანი პირობითი სასჯელის მოხდა მოუწევს.

როგორც „ბიბისი“ წერს, იმ შემთხვევაში, თუ ჰანტერ ბაიდენი შეთანხმების პირობებს დაიცავს, სასჯელს ციხეში არ მოიხდის.

ჰანტერ ბაიდენი სამ ბრალდებაში თავს დამნაშავედ ცნობს. ის ბრალს აღიარებს ფედერალურ გადასახადებთან დაკავშირებულ ორ დარღვევასა და იარაღის ფლობასთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა, აშშ-ის პრეზიდენტის შვილს 2017-2018 წლებში ფედერალური გადასახადების სახით, სულ მცირე, 100 000 დოლარი უნდა გადაეხადა, რაც არ გადაუხდია. ამასთან, მედიის ინფორმაციით, ბაიდენმა ცეცხლსასროლი იარაღი გაყალბებული დოკუმენტების საშუალებით შეიძინა.