ჰანტერ ბაიდენი აღიარებს, რომ უცხოური კომპანიის მმართველად გვარის გათვალისწინებითაც დანიშნეს
ჰანტერ ბაიდენი აღიარებს, რომ უცხოური კომპანიის მმართველად გვარის გათვალისწინებითაც დანიშნეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შვილი ჰანტერ ბაიდენი​ სასაცილოს უწოდებს დონალდ ტრამპის განცხადებას, რომ ​ბაიდენებმა დანაშაული ჩაიდინეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ამასთან, ჰანტერ ბაიდენი აღიარებს, რომ მას უცხოური კომპანიის მმართველად არ დანიშნავდნენ, რომ არა მისი გვარი.

უკრაინის გენერალური პროკურატურა კომპანიის „ბურისმა ჰოლდინგი“ წინააღმდეგ გამოძიებას აწარმოებს, სწორედ ამ საქმეში ფიგურირებს აშშ-ს ყოფილი ვიცე პრეზიდენტის შვილი ჰანტერ ბაიდენი.

25 ივლისს უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკის მოუწოდა, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიება დაეწყო. ტრამპის ამ ქმედებას ოპონენტზე ზეწოლას უწოდებენ დემოკრატიულ პარტიაში. წარმომადგენელთა პალატაში კი, ამ საქმის გამო პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.