ჰანს კლუგე – საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე საქართველოსთვის ვაქცინის პირველი პარტიის მიწოდების შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა.
„დღეს დილით კოვაქსის ფარგლებში თბილისში ვაქცინის პირველი პარტია ჩავიდა. საქართველოს მთავრობა მოწოდებულია, არ დატოვოს არავინ საყოველთაო ჯანდაცვის მიღმა“, – წერს ჰანს კლუგე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი ტვიტერში მადლობას უხდის ეკატერინე ტიკარაძეს, საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის, ევროკომისიის წარმომადგენლებს, საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს, „იუნისეფსა“ და ვაქცინების ალიანს „გავის“.
Early today the first batch #COVAX #COVID19 vaccines arrived in Tbilissi 🇬🇪. Georgia government is committed to #LeaveNoOneBehind #UHC. 🙏 leadership @MOHgovge Ekaterine Tikaradze @NCDCGeorgia & partners🇪🇺 @SKyriakidesEU @OliverVarhelyi @eu_near #UNICEF @gavi @CarlHartzellEU pic.twitter.com/J38dP0oy4O
— Hans Kluge (@hans_kluge) March 13, 2021