ჰანს კლუგე – საქართველო გახდება ჯანმო-ს ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინას მიიღებს
საქართველო გახდება ჯანმო-ს ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინას მიიღებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა, ჰანს კლუგემ „ტვიტერში“ დაწერა.
„ეს-ესაა, საქართველო უნდა გახდეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის მეოთხე ქვეყანა, რომელიც „კოვაქსის“ პლატფორმიდან ვაქცინას მიიღებს.
ახლახან შევხვდი იუნისეფ-ის მიწოდების განყოფილების დირექტორს, ევა კადილის, რამდენადაც იუნისეფ-ის მიწოდების განყოფილების მიერ მზადდება საჰაერო გადაზიდვა“, – წერს „ტვიტერში“ ჰანს კლუგე.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში 13 მარტს უნდა შემოიტანონ.
Georgia 🇬🇪 is about to become the 4th country in the @WHO_Europe Region, to receive 💉vaccines through #COVAX. I just met up with @EvaUNICEF as the ✈️shipment was being prepared by @UNICEFSupply #Solidarity #TeamEurope @eu_near @euneighbours @CEPIvaccines @gavi pic.twitter.com/iMgXF52EO6
— Hans Kluge (@hans_kluge) March 12, 2021