ჰანს კლუგე - ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს 112-ში ნანახმა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული ძალისხმევისთვის
ჰანს კლუგე - ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს 112-ში ნანახმა, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გაწეული ძალისხმევისთვის

თავად გავხდი მოწმე იმ უდიდესი ძალისხმევის, რასაც 112-ში სწევენ იმისთვის, რომ არც ერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აქ ნანახმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ,- ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-ში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

„მსურს, მივულოცო შინაგან საქმეთა მინისტრსა და ჯანდაცვის მინისტრ ტიკარაძეს ის მიღწეული მჭიდრო თანამშრომლობა, რაც ხორციელდება საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-ის შენობაში ადამიანების ჯანდაცვაზე ზრუნვის კუთხით. მე თავად გავხდი მოწმე იმ უდიდესი ძალისხმევის, რასაც აქ სწევენ იმისთვის, რომ არც ერთი ზარი არ დარჩეს პასუხგაუცემელი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს საზოგადოებრივი ჯანდაცვისკენ მიმართულ პოლიტიკას და სექტორებს შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რაც ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის კეთდება. იმისთვის, რაც მე თავად ვიხილე, მსურს 112-ის ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო, ასევე დისტანციურად მომუშავე კლინიკის ექიმებს და სასწრაფო დახმარების ჯგუფებს. სამოქალაქო ჯანდაცვისა და სოციალური ზომების გატარებისას, ყველაზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ზომები არ უნდა იყოს არც მკაცრი და არც რბილი. საქართველო ამ მხრივ სწორ გზას ადგას, თუმცა აუცილებელია არსებულ ზომებს სოლიდარულად მივუდგეთ და კვლავ დავიცვათ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნორმები და არსებული შეზღუდვები, რომ კოვიდინფიცირების შემთხვევების კლება გაგრძელდეს. ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა აქ ნანახმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადაგიხადოთ“- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა ჰანს კლუგემ.