ჰანს ფლიკი - აშრაფ ჰაკიმიზე საერთოდ არ ვფიქრობ
ჰანს ფლიკი - აშრაფ ჰაკიმიზე საერთოდ არ ვფიქრობ

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ბაიერნი“ „რეალის“ კუთვნილი ფეხბურთელის, აშრაფ ჰაკიმის გუნდში გადმოყვანას ცდილობს. ამის შესახებ არაერთხელ დაიწერა, ბავარიელთა მთავარი მწვრთნელი კი ამბობს, რომ მსგავს სცენარს საერთოდ არ განიხილავს.

„აშრაფი ახლა იჯარით „დორტმუნდის“ რიგებში ასპარეზობს და როგორც ვიცი, კვლავ „რეალის“ საკუთრებაა, – ციტირებს ჰანს ფლიკის სიტყვებს Goal. – შესაბამისად, მე ჰაკიმიზე საერთოდ არ ვფიქრობ.

ახლა ძალიან რთულია ასეთ ტრანსფერთან დაკავშირებით რამე დაგეგმო. ამ თემის განხილვა აღარ მსურს“, – აცხადებს მიუნხენური გრანდის მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი.