ჰანოვერში პირველად აირჩიეს წარმოშობით თურქი მერი
ჰანოვერში პირველად აირჩიეს წარმოშობით თურქი მერი

ჰანოვერში პირველად აირჩიეს წარმოშობით თურქი მერი. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ბელით ონაი, რომელიც „მწვანეთა პარტიას“ წარმოადგენს, პირველი წარმოშობით თურქი მოქალაქეა, რომელიც გერმანიაში ქალაქის არჩეული მერი გახდა. მას ჰანოვერის მოქალაქეთა 52,9%-მა დაუჭირა მხარი. მისი კონკურენტი „ქრისტიან-დემოკრატიული“ კავშირის კანდიდატი, ეკჰარს შოლცი იყო.

38 წლის ონაი პროფესიით იურისტია, რომელიც ქვედა საქსონიის პარლამენტში დეპუტატად 2013 წლიდან მუშაობდა. მისი მშობლები წარმოშობით სტამბოლიდან არიან. თავად ონაი კი გერმანიაში დაიბადა.

აღსანიშნავია, რომ ჰანოვერი მეოთხე დიდი ქალაქია ფრაიბურგის, დარმშტადტის და შტუტგარტის შემდეგ, რომელსაც „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენელი თავკაცი ეყოლება.

გერმანიაში წარმოშობით თურქი ეროვნების სამი მილიონი ადამიანი ცხოვრობს.