„ჰანოვერის“ ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა
„ჰანოვერის“ ფეხბურთელი კორონავირუსისგან განიკურნა

პირველი გერმანელი ფეხბურთელი, რომელიც კორონავირუსით დაავადდა, უკვე განკურნებულია.

ტიმო ჰიუბერსმა ტესტი ორჯერ ჩაიტარა და ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო. ფეხბურთელი თვითიზოლაციაში იყო და საკუთარ სახლში მკურნალობდა.

„მოუთმენლად ველოდები, როდის შევძლებ ვარჯიშის განახლებას და თავისუფლად გადაადგილებას.

რა თქმა უნდა, უსაფრთხოების საყოველთაო წესებს დავემორჩილები და კონტაქტებს მოვერიდები, მაგრამ სახლიდან გამოსვლა დიდი ბედნიერებაა“. – ამბობს ჰიუბერსი.