ჰანო პევკური აცხადებს, რომ ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ არ აპირებს შეტევას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე
ჰანო პევკური აცხადებს, რომ ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ არ აპირებს შეტევას ბალტიისპირეთის ქვეყნებზე

ესტონეთი აპირებს, გააგრძელოს თავდაცვითი ხაზის მშენებლობა რუსეთთან საზღვარზე, მიუხედავად რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მტკიცებისა, რომ ის არ აპირებს შეტევას პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. ამის შესახებ ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრეც უარყოფდა მსგავს გეგმებს.

„ჩვენ არ შევცვლით ჩვენს გეგმებს მხოლოდ იმიტომ, რომ პუტინმა ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა. გჯერათ თქვენ ვლადიმერ პუტინის მას შემდეგ, რაც მან თქვა და როგორც იქცეოდა წლების განმავლობაში?“ – განაცხადა მინისტრმა პევკურმა და აღნიშნა, რომ ესტონეთი ზრდის მზადყოფნას და ეს არის ის, რაც ყველამ უნდა გააკეთოს.