ჰამბურგის რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა
ჰამბურგის რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა

გერმანული მედიის ინფორმაციით, ჰამბურგის რკინიგზის სადგურში აფეთქება მოხდა.

როგორც გამოცემა Bild-ი წერს, დაუდგენელმა პირმა სადგურში პოლიეთილენის პარკი დატოვა, რომელიც აფეთქდა.

წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციაში ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მძლავრი არ ყოფილა.

ამჟამად, სამართალდამცველები ეძებენ პირს, რომელმაც ჰამბურგის რკინიგზის სადგურში ასაფეთქებელი მოწყობილობა დატოვა.