„ჰამბურგის“ რეგიონული სარდლობის მეთაური აცხადებს, რომ გერმანია პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ხუთ წელიწადში მზად უნდა იყოს
„ჰამბურგის“ რეგიონული სარდლობის მეთაური აცხადებს, რომ გერმანია პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ხუთ წელიწადში მზად უნდა იყოს

გერმანია მზად უნდა იყოს პოტენციური სამხედრო კონფლიქტისთვის ხუთ წელიწადში, – ამის შესახებ „ჰამბურგის“ რეგიონული სარდლობის მეთაურმა, საზღვაო ძალების კაპიტანმა, მიხაელ გისმა განაცხადა.

გისის თქმით, ცივი ომის დასრულებიდან და გერმანიის გაერთიანებიდან 30 წლის შემდეგ გერმანელებს სურთ მშვიდობით ტკბობა და დღეს ისინი ვერ აღიქვამენ გარე საფრთხეს.

„ხუთ წელიწადში ჩვენ სოციალურად საკმარისად მდგრადი უნდა ვიყოთ, რომ გავუძლოთ გარე სამხედრო საფრთხეს“, – თქვა გისმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა გერმანიის საზღვაო ძალებიც მზად ომისთვის, მეთაურმა განაცხადა, რომ მთელი გერმანია უნდა იყოს მზად ომისთვის.