ჰამბურგის აეროპორტში სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურე პერსონალი გაიფიცა
ჰამბურგის აეროპორტში სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურე პერსონალი გაიფიცა

ჰამბურგის აეროპორტში სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურე პერსონალი გაიფიცა.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, საპროტესტო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირია, რომელმაც დასაქმებულებს ერთდღიანი გაფიცვისკენ მოუწოდა.

თანამშრომლების გაფიცვის გამო, ჰამბურგის აეროპორტში 60-მდე ავიარეისი გაუქმდა.

პროფკავშირი აეროპორტის სახმელეთო სატრანსპორტო სამსახურის ათასი თანამშრომლისთვის ყოველთვიური ანაზღაურების 275 ევროთი გაზრდას ითხოვს. გაფიცული თანამშრომლები პასუხისმგებლები არიან ბარგის გადატვირთვასა და მგზავრების თვითმფრინავებამდე ავტობუსებით მიყვანაზე.

შეგახსენებთ, ორი კვირის წინ ჰამბურგის აეროპორტის მუშაობა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების გაფიცვამ შეაფერხა.