„ჰამასში“ აცხადებენ, რომ დოჰაში ისრაელის თავდასხმას მათი მომლაპარაკებელთა ჯგუფი გადაურჩა
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ დოჰაში ისრაელის თავდასხმას მათი მომლაპარაკებლების ჯგუფი გადაურჩა.
„ჰამასის“ განცხადებით, თავდასხმის დროს სულ ექვსი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, „ჰამასის“ ხუთი წევრი.
როგორც „ჰამასში“ განმარტავენ, თავდასხმა „ეჭვს არ ბადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს და მის მთავრობას არ სურთ შეთანხმების მიღწევა“.
„სიენენი“ წერს, რომ თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე „ჰამასის“ მთავარი მომლაპარაკებელი ხალილ ალ-ჰაია იყო, თუმცა ის არ მოხვდა დაღუპულთა სიაში. „ჰამასის“ ცნობით კი, გარდაცვლილია ალ-ჰაიას ვაჟი.
ამასთან, „ჰამასში“ განაცხადეს, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებელია ამერიკის შეერთებული შტატებიც და რომ ეს არ შეცვლის მათ მოთხოვნებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებით.