„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა
Israeli soldiers carry the coffins of deceased hostages, identified at the time by Palestinian militant groups as Oded Lifschitz, Shiri Bibas and her two children, Kfir and Ariel Bibas, who were kidnapped during the deadly October 7, 2023 attack by Hamas, and were handed over under the terms of a ceasefire between Hamas and Israel, in the Gaza Strip in this handout image obtained by Reuters on February 20, 2025. GPO/Handout via REUTERS THIS IMAGE HAS BEEN SUPPLIED BY A THIRD PARTY
„ჰამასმა“ ისრაელს კიდევ ერთი მძევლის ცხედარი გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ამჟამად ცხედარი თელ ავივში, სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტში იდენტიფიკაციისთვის გადაჰყავთ. „ჰამასმა“ გადაცემული გარდაცვლილი მძევლის ვინაობა არ გაამჟღავნა.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად მძევლის ცხედარია, „ჰამასს“ 18 დაღუპული მძევალი დარჩება გადასაცემი.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, ისრაელი ერთგულია „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების და აგრძელებს გეგმის საკუთარი მხარის დაცვას.
„„ჰამასმა“ პირველ ეტაპზე ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს. მან ეს არ გააკეთა. „ჰამასმა“ იცის, სად არიან ჩვენი მძევლების ცხედრები. ამ შეთანხმების თანახმად, „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს. არანაირი „თუ“ და არანაირი „მაგრამ“. მათ ეს არ გააკეთეს. ჰამასმა 20-პუნქტიანი გეგმა უნდა დაიცვას. მათი დრო იწურება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ცოცხალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ „ჰამასს“ ისრაელისთვის 28 მძევლის ცხედარი უნდა გადაეცა.