„ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ისრაელი ომს არ შეწყვეტს
„ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ისრაელი ომს არ შეწყვეტს

„ჰამასის“ წევრები აცხადებენ, რომ მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ვიდრე ისრაელი ომს არ შეწყვეტს.

„ჰამასის“ მიერ გავრცელებული განცხადებაში ნათქვამია: „არსებობს პალესტინური ეროვნული გადაწყვეტილება, რომ მძევლებსა და მათ გაცვლაზე შეთანხმების შესახებ საუბარი არ უნდა გაიმართოს, ვიდრე აგრესია სრულად არ შეწყდება“.

როგორც „ბიბისი“ წერს, ამ ეტაპზე უცნობია, უერთდებიან თუ არა ამ განცხადებას ღაზის სექტორში მოქმედი სხვა დაჯგუფებები, რომლებსაც ასევე ჰყავთ მძევლები.

ცნობისთვის, ამ ეტაპზე ღაზის სექტორში ჯერ კიდევ რჩება 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს გატაცებული 120-ზე მეტი მძევალი. მანამდე ერთ კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში „ჰამასმა“ 100-ზე მეტი მძევალი გაათავისუფლა, სანაცვლოდ ისრაელის ციხეები 300-ზე მეტმა პალესტინელმა დატოვა.