„ჰამასის“ წარმომადგენელი - უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი ისრაელს, ჩვენ ვართ ოკუპაციის მსხვერპლნი, გამართლებულია ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ
„ჰამასის“ წარმომადგენელი - უნდა ვასწავლოთ გაკვეთილი ისრაელს, ჩვენ ვართ ოკუპაციის მსხვერპლნი, გამართლებულია ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ

„ჰამასის“ წარმომადგენელმა, ღაზი ჰამადმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ გააგრძელებს ისრაელზე თავდასხმას, ვიდრე არ გაანადგურებს მას.

როგორც ჰამადმა ლიბანურ არხთან ინტერვიუში აღნიშნა, „ისრაელი მთლიანად უნდა განადგურდეს პალესტინის მიწაზე, მისი არსებობა ალოგიკურია“.

„ჩვენ უნდა ვასწავლოთ ისრაელს გაკვეთილი და ამას ორჯერ, სამჯერ გავაკეთებთ. ალ-აქსას წყალდიდობა (ასე უწოდებს „ჰამასი“ 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმას) მხოლოდ პირველია. მოგვიწევს ფასის გადახდა? დიახ. მზად ვართ, გადავიხადოთ. ჩვენ გვეძახიან მოწამეთა ერს და ვამაყობთ ამით“, – განაცხადა ჰამადმა.

დაჯგუფების წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ „ჰამასი“ არ აპირებდა მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, მაგრამ ადგილზე „გართულებები“ იყო.

„ჩვენ ვართ ოკუპაციის მსხვერპლნი, ამიტომ არავინ უნდა დაგვძრახოს იმის გამო, რასაც ვაკეთებთ. 7 ოქტომბერს, 10 ოქტომბერს, მილიონობით ოქტომბერს ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, გამართლებულია“, – განაცხადა ჰამადმა.