„ჰამასის“ წარმომადგენელი ხალილ ალ-ჰაია აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მედიატორებისგან გარანტიები მიიღო
„ჰამასის“ წარმომადგენელი ხალილ ალ-ჰაია აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მედიატორებისგან გარანტიები მიიღო

„ჰამასის“ წარმომადგენელი ხალილ ალ-ჰაია აცხადებს, რომ აშშ-სა და ისრაელთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართული შუამავლებისგან ომის დასრულების შესახებ გარანტიები მიიღო.

ჰაია აღნიშნავს, რომ შეთანხმება მოიცავს მუდმივ ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელის ჯარების გაყვანას, ჰუმანიტარული დახმარების შემოსვლას და რაფას სასაზღვრო პუნქტის ხელახლა გახსნას.

„გარანტიები მივიღეთ ძმური მედიატორებისგან და აშშ-ის ადმინისტრაციისგან, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ომი მთლიანად დასრულებულია“, – განაცხადა ალ-ჰაიამ.

მისივე თქმით, შეთანხმების თანახმად, 250 პალესტინელი, რომელიც სამუდამო პატიმრობას იხდის და 1 700 პირი ღაზიდან, რომლებიც 7 ოქტომბრის შემდეგ დააკავეს, გათავისუფლდება.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ჰამასი“ ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს.