„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ღაზაში 25 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა
„ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ღაზაში 25 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე ღაზაში 25 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას მედია „ჰამასის“ მიერ მართულ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში 178 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 293 დაშავდა.

პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორში გრძელდება.