„ჰამასის“ ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განახლებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ბოლო 10 დღეში 896 ადამიანი დაიღუპა
„ჰამასის“ ჯანდაცვის უწყების ცნობით, ისრაელის მიერ ღაზის სექტორზე განახლებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად ბოლო 10 დღეში 896 ადამიანი დაიღუპა.
ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიშები 18 მარტს განაახლა, მას შემდეგ, რაც მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის გასახანგრძლივებლად მოლაპარაკებების გაგრძელება ვერ შეძლეს.
ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის პირველი ფაზის გახანგრძლივებას და ამ ფაზაში ყველა მძევლის გათავისუფლებას მოითხოვდა.
„ჰამასი“ კი წინააღმდეგი იყო და მეორე ფაზისთვის მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობოდა, რომლის ფარგლებშიც ისრაელს ღაზის სექტორიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი უნდა დაეწყო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიბრუნებდა დარჩენილ მძევლებს.