„ჰამასის“ დაჯგუფების წევრი - მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც საუკეთესო იქნება ჩვენთვის ამ ბრძოლის დასასრულის გადასაწყვეტად
„ჰამასის“ დაჯგუფების წევრი - მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც საუკეთესო იქნება ჩვენთვის ამ ბრძოლის დასასრულის გადასაწყვეტად

„ჰამასის“ დაჯგუფების წევრმა, სალეჰ ალ-არურმა, რომელიც მართავს ღაზას, განაცხადა, რომ მზად არის „ყველა ვარიანტისთვის, მათ შორის ომისა და ესკალაციისთვის ყველა საფეხურზე“, – ინფორმაციას „სიენენიავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ ყველაზე უარესი სცენარისთვის, მათ შორის სახმელეთო შემოჭრისთვის, რაც საუკეთესო იქნება ჩვენთვის ამ ბრძოლის დასასრულის გადასაწყვეტად. მიმდინარეობს ინტენსიური საერთაშორისო და რეგიონული ძალისხმევა კრიზისის დასასრულებლად, მაგრამ ახლა არაფერი იქნება უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ბრძოლა“, – განაცხადა ალ-არაურმა.

ჯგუფის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მიმდინარეობს შეტაკებები სამხედრო ბაზაზე ღაზის ჩრდილოეთ საზღვართან.