„ჰამასი“ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მზადყოფნას აცხადებს
„ჰამასი“ მზადყოფნას აცხადებს, მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული მედია ავრცელებს.
„ჰამასის“ წარმომადგენელმა შეთანხმების შეფერხებაში ისრაელი დაადანაშაულა.
„ჩვენ ვაცნობეთ შუამავლებს ეგვიპტეში, კატარსა და თურქეთში, რომ „ჰამასი” მზად არის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის და სერიოზული შეთანხმებისთვის ტყვეების გაცვლაზე“, – განაცხადა „ჰამასის“ წარმომადგენელმა „ფრანს პრესთან“ საუბრის დროს.
პარალელურად, აშშ-ის და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა გამოთქვეს იმედები, ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის ფონზე, „ჰეზბოლას“ სამხედრო მხარდაჭერის დაკარგვა აიძულებს „ჰამასს“ გადადგას ნაბიჯები მშვიდობისკენ. ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰამასი“ არ იღებს მოთხოვნებს მძევლებთან დაკავშირებით, „ჰამასის“ წევრების მტკიცებით კი, ისრაელის მოთხოვნა, დატოვოს ჯარები ღაზის სექტორში, შეთანხმების მისაღწევად დაბრკოლებაა.