„ჰამასი“ დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე ცხრა მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს
„ჰამასი“ დოჰაში გამართულ მოლაპარაკებებზე ცხრა მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს

ცეცხლის შეწყვეტის მიზნით დოჰაში განახლებულ მოლაპარაკებებზე „ჰამასი“ ცხრა მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა, სანაცვლოდ კი ისრაელისგან 60-დღიან ზავს ითხოვს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს ღაზის სექტორში დღეში 400-მდე ჰუმანიტარული სატვირთოს შესვლაზე ნებართვას.

ისრაელს დოჰაში მიღწეულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ამასთან, მოლაპარაკებების დაწყებამდე ისრაელის მხარე აცხადებდა, რომ განხილვის საგანი არ იქნებოდა ღაზიდან შეიარაღებული ძალების გაყვანა.

ისრაელის მიერ ღაზაში განახლებული მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ღამით განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულია 33 ადამიანი.

ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილთა უმეტესობა მცირეწლოვნები არიან.

საერთო ჯამში, ხუთშაბათს განახლებული ოპერაციის შემდეგ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა 300-ს აჭარბებს.