ჰალანდის პენტა-თრიკი და რეკორდები - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT
ჰალანდის პენტა-თრიკი და რეკორდები - ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალი, საპასუხო მატჩი [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ერლინგ ჰალანდამდე ჩემპიონთა ლიგაში პენტა-თრიკი მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა გაფორმებული: ლიონელ მესის („ბარსელონა“, 2012 წელს „ლევერკუზენის“ კარში) და ლუის ადრიანოს („შახტარი“, 2014 წელს „ბატეს“ კარში).

* ჰალანდმა ამ სეზონში მეხუთედ გაიტანა სამი ან მეტი გოლი. ეს სამით მეტია TOP 5 ქვეყნების ჩემპიონატების ნებისმიერ სხვა ფეხბურთელზე.

* ჰალანდს 32 გოლი დაუგროვდა ჩემპიონთა ლიგაზე. ამისთვის მას 25 მატჩი დასჭირდა. ასე სწრაფად ამ ნიშნულამდე არავინ მისულა. წინა რეკორდი რუუდ ვან ნისტელროის ეკუთვნოდა – 34 მატჩი.

* 22 წლის და 236 დღის ჰალანდი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 30-გოლიან ნიშნულამდე მივიდა. კილიან მბაპემ 30-ე გოლი მაშინ გაიტანა, როცა 22 წლისა და 352 დღის იყო.

* ჰალანდს ამ სეზონში 12 გოლი აქვს ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირის რეკორდი კრიშტიანო რონალდოს ეკუთვნის – 17 გოლი.

* 5 გოლის გასატანად ჰალანდს ბურთთან 30 შეხება დასჭირდა.

* ჰალანდს ამ სეზონში 36 ოფიციალურ მატჩში 40 გოლი აქვს.

* „მანჩესტერ სიტიმ“ ზედიზედ ხუთი მატჩი მოიგო ბურთების შეფარდებით – 17:1.

* „მანჩესტერ სიტი“ ზედიზედ მეექვსედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

 

მანჩესტერ სიტი-ლაიპციგი 7:0 (1:1)

გოლები: 1:0 ჰალანდი (22-პენ), 2:0 ჰალანდი (24), 3:0 ჰალანდი (45+2), 4:0 გიუნდოგანი (49), 5:0 ჰალანდი (54), 6:0 ჰალანდი (57), 7:0 დე ბრუინი (90+2)

მანჩესტერ სიტი: ედერსონი, სტოუნზი (64. სერხიო გომესი), აკანჯი, რუბენ დიასი, აკე, როდრი (64. ფილიპსი), ბერნარდო სილვა, დე ბრუინი, გიუნდოგანი (55. მაჰრეზი), გრილიში (55. ფოდენი), ჰალანდი (64. ალვარესი).

ლაიპციგი: ბლასივიჩი, ჰენრიხსი (80. კლოსტერმანი), ორბანი, გვარდიოლი, რაუმი, ლაიმერი, კამპლი, ჰაიდარა (63. სიმაკანი), შობოშლაი (72. ოლმო), ფორსბერგი (63. ანდრე სილვა), ვერნერი (63. პოულსენი).