ჰალანდი საკუთარ მომავალზე - „დორტმუნდთან“ კიდევ სამი წელი მაქვს #1TVSPORT
ჰალანდი საკუთარ მომავალზე - „დორტმუნდთან“ კიდევ სამი წელი მაქვს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ ფორვარდმა ერლინგ ჰალანდმა კომენტარი გაუკეთა ჭორებს მის მომავალ კარიერასთან დაკავშირებით.

„მე მაქვს კონტრაქტი „დორტმუნდთან“. მისი ვადა მხოლოდ სამი წლის შემდეგ იწურება. არ მაღელვებს ჭორები ჩემს მომავალთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰალანდმა.

20 წლის ფეხბურთელის კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. მისი სატრანსფერო ღირებულება 110 მილიონ ევროს უტოლდება.

ამ სეზონში ნორვეგიელმა 31 მატჩში 33 გოლი გაიტანა.