ჰალანდი ნორვეგიაში ღამის კლუბიდან გააძევეს (ვიდეო)
ჰალანდი ნორვეგიაში ღამის კლუბიდან გააძევეს (ვიდეო)

„დორტმუნდის“ ფორვარდი ერლინგ ჰალანდი ნორვეგიაში არდადეგებისას სკანდალურ სიტუაციაში მოხვდა.

ბუნდესლიგაში სეზონის დასრულების შემდეგ, 19 წლის ნორვეგიელი ფეხბურთელი სამშობლოში გაემგზავრა. ინტერნეტში გაჩნდა ვიდეო, როგორ ეჩხუბება ჰალანდი ღამის კლუბის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ თანამშრომელს. ფეხბურთელი მცველს პრეტენზიას უყენებდა, სანამ მეგობრებმა ფორვარდი ინციდენტის ადგილს არ მოაშორეს.

გასულ სეზონში ჰალანდმა „ზალცბურგისა“ და „დორტმუნდის“ რიგებში 44 გოლი გაიტანა.