ჰალანდი მომდევნო სეზონში ისევ „დორტმუნდში“ ითამაშებს #1TVSPORT
ჰალანდი მომდევნო სეზონში ისევ „დორტმუნდში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დორტმუნდის“ სპორტულმა დირექტორმა სებასტიან კელმა უპასუხა შეკითხვას ფორვარდ ერლინგ ჰალანდის გუნდიდან სავარაუდო წასვლის შესახებ. მისი თქმით, ნორვეგიელი მომავალი სეზონისთვის „დორტმუნდში“ დარჩება.

„რამდენადაც მესმის, ჰალანდი გააგრძელებს გამოსვლას „დორტმუნდში“. ერლინგი სრულად ეთანხმება ამას. მე მას ყოველდღე ვხედავ და შემიძლია განვაცხადო, რომ ის საკუთარ თავს კლუბის სრულფასოვან ნაწილად მიიჩნევს“, – განაცხადა კელმა ტელეარხ Sport1-ის ეთერში.

ჰალანდი „დორტმუნდში“ 2020 წლის იანვრიდან თამაშობს. ამ სეზონში მან 26 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში და 25 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი