ჰალანდი „მანჩესტერ სიტისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT
ჰალანდი „მანჩესტერ სიტისთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტიში“ ერლინგ ჰალანდთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე მუშაობენ. როგორც ევროპულ პრესაში წერენ, ნორვეგიელი კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობს, გუნდის შეცვლას არ აპირებს და მიაჩნია, რომ „სიტი“ მისი კარიერისთვის იდეალური ადგილია.

22 წლის ფორვარდის მიმდინარე კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის თანახმად, ჰალანდს შეუძლია, „სიტი“ 150 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ დატოვოს და ახალ ხელშეკრულებაში სწორედ ამ პუნქტს ამოიღებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი კონტრაქტი 2028 წლამდე გაფორმდება და ჰალანდის ანაზღაურება კვირაში 570 ათასი ევრო იქნება (ყველაზე მაღალი ხელფასი პრემიერლიგაში).

ნორვეგიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ სიტის“ რიგებს „დორტმუნდიდან“ 2022 წელს შეუერთდა. ჰალანდი მანჩესტერულ გუნდში ფენომენალურ სეზონს ატარებს – მის ანგარიშზე 40 მატჩში გატანილი 47 გოლი და შვიდი შედეგიანი გადაცემაა.