„ჰალ სიტი“ არველაძის შემცვლელად ბილიჩს განიხილავდა - შეთანხმება ილიჯალის ავარიამ ჩაშალა #1TVSPORT
Hull Live-ის ცნობით, „ჰალ სიტი“ შოთა არველაძის შემცვლელად ცნობილი ხორვატი მწვრთნელის, სლავენ ბილიჩის კანდიდატურას განიხილავდა, სანამ ის „უოტფორდს“ ჩაიბარებდა.
„54 წლის ბილიჩით „ჰალის“ მეპატრონე აკუნ ილიჯალი მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც „სუონსი სიტისთან“ 0:3 წააგეს სანაკრებო პაუზამდე. მაშინ ხორვატი მწვრთნელი ჯერ კიდევ უმუშევარი იყო და ცდილობდა ახალი სამსახური მოენახა.
თუმცა, „ჰალის“ მფლობელს, თურქ ბიზნესმენს პრობლემები შეექმნა სანაკრებო პაუზის დროს, სტამბოლში ავტოკატასტროფაში მოჰყვა და ოპერაცია დასჭირდა. ის იძულებული გახდა საქმიანობას დროებით ჩამოშორებულიყო.
ვარაუდობდნენ, რომ შოთა არველაძეს ექნებოდა კიდევ ერთი შანსი და გუნდს „ლუტონ თაუნთანაც“ გაიყვანდა. მაგრამ მერე გაირკვა, რომ ის გაათავისუფლეს – და ახლა „ჰალი“ ეძებს მის შემცვლელს. თუმცა ამჟამად გაურკვეველია, შეძლებენ თუ არა ვინმეს დათანხმებას „უიგან ატლეტიკის“ წინააღმდეგ მატჩისთვის.
ახლა კი ცნობილი ხდება, რომ ილიჯალი ფიქრობდა არველაძის პოტენციურ შემცვლელზე მანამ, სანამ გადაწყვეტდნენ მისი თანამდებობიდან გათავისუფლებას, რადგან ბილიჩი ადრე იყო მათ კანდიდატთა სიაში, სანამ ამ კვირის დასაწყისში „უოტფორდს“ ჩაიბარებდა.
ის ადრე მართავდა „ვესტ ჰემს“, გაუმკლავდა მნიშვნელოვან ზეწოლას და იგივეს გრძელვადიან პერსპექტივაში „ჰალშიც“ მოახერხებდა, რომლის მეპატრონეც პრემიერლიგაში გუნდის დაბრუნებაზე ოცნებობს. ამას ბილიჩი მოახერხებს მსოფლიო დონის მოთამაშეების მიყვანით, თუ ილიჯალი დიდი თანხის დახარჯვას შეძლებდა.
ხორვატიის ნაკრებში მუშაობისას ბილიჩი ლუკა მოდრიჩთან და ივან რაკიტიჩთან მუშაობდა, ტოპ ტალანტებით გუნდის დაკომპლექტებაც მას არ გაუჭირდებოდა და გუნდს გაძლიერებაში დაეხმარებოდა“, – წერს ინგლისური ინტერნეტ-გამოცემა.