„ჩელსიმ“ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწია თურქულ „გალათასაისთან“ ლონდონელთა გარემარბის, ჰაკიმ ზიეშის გადასვლაზე, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
კლუბებს ჯერ კიდევ მოუწევთ გარიგების დეტალების დაზუსტება, ფეხბურთელს კი სამედიცინო შემოწმება ელოდება. „ჩელსიში“ საკითხთან დაკავშირებით სიფრთხილეს ინარჩუნებენ, რადგან ადრე ჩაიშალა ზიეშის გადასვლა „პარი სენ-ჟერმენსა“ და „ალ-ნასრში“.
„ჩელსიმ“ ზიეში 2020 წლის ზაფხულში „აიაქსიდან“ 40 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში მაროკოელმა 24 მატჩი ჩაატარა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.