ჰაკერული თავდასხმის შედეგად რუსეთში ელექტრონული სამთავრობო სერვისები მასშტაბურად გაითიშა
ჰაკერული თავდასხმის შედეგად რუსეთში ელექტრონული სამთავრობო სერვისები მასშტაბურად გაითიშა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჰაკერული თავდასხმის შედეგად შეზღუდულია წვდომა ფედერალური საგადასახადო სამსახურის, ციფრული მარკირების ელექტრონული სისტემისა და იურიდიული დოკუმენტების ელექტრონული ხელმოწერის ვებგვერდებსა და აპლიკაციებზე; ასევე, ალკოჰოლური სასმელების წარმოებისა და ბრუნვის აღრიცხვის სისტემაზე და ერთიან სამედიცინო-ანალიტიკურ სისტემაზე.
როგორც ფედერალურ უწყებაში აცხადებენ, ეს მაისში რიგით მესამე კიბერთავდასხმაა.