ჰაკერული თავდასხმა ლიხტენშტაინზე: გაჟონილია 31 ათასი კომპანიის პერსონალური მონაცემები და კონფიდენციალური ინფორმაცია

17:51, 03.08.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ლიხტენშტაინის ხელისუფლებამ გამოავლინა მასშტაბური კიბერთავდასხმა, რომლის დროსაც 31 000 იურიდიული პირის პერსონალურმა მონაცემებმა და კონფიდენციალურმა ინფორმაციამ გაჟონა.

 

ჰაკერებმა გატეხეს მონაცემთა ბაზა, რომელიც ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღსაკვეთად გამოიყენებოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უცნობია, ვინ დგას კიბერთავდასხმის უკან ან რა იყო მისი მიზანი. შექმნილია კრიზისების მართვის ჯგუფი, ხოლო დაზიანებული სისტემა, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, სრულად არის გათიშული.

ლიხტენშტაინის სამთავრო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა მსოფლიოში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით. მისი მოსახლეობა 40 000-ს ოდნავ აღემატება. სამთავროში ყველაზე მომგებიან სექტორებად ფინანსური და საბანკო მომსახურება მიიჩნევა.

ბრიჯიტ ჰაასი, ლიხტენშტაინის პრემიერ-მინისტრი: „გამოძიება საგანგებო რეჟიმში მიმდინარეობს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაზარალებულებთან მუდმივ კონტაქტში ყოფნა, რათა მათ მონაცემთა დაცვის მაქსიმალურად მაღალი დონე ჰქონდეთ გარანტირებული“. ემანუელ შედლერი, სექტორ „მართლმსაჯულება და საზოგადოების“ მრჩეველი: „დაზიანებული სისტემა სრულად გაითიშა და ამჟამად გადის საფუძვლიან შემოწმებას, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს. პრევენციის მიზნით, ასევე გაითიშა მსგავსი ტექნიკური პარამეტრებით მომუშავე ორი სხვა სისტემაც“.

სტატიის ავტორი: თეოდორა გატევა, ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია (БНТ)

ფოტოს ავტორი: „ასოშიეითიდ პრესი“ და ბულგარეთის ეროვნული ტელევიზია

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 3 აგვისტო, 2026 წელი, 08:14 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი