ჰაკან ფიდანი – ისრაელმა უნდა გააცნობიეროს, რომ არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მეზობლებისთვის ზიანის მიყენებით, არ შეიძლება, ქვეყნის უსაფრთხოებას მეზობლების არასტაბილურობაზე აგებდეს
ისრაელმა ახლა უნდა გააცნობიეროს, რომ მას არ შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მეზობლებისთვის ზიანის მიყენებით და უნდა მიატოვოს ეს პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოება არ შეიძლება, მეზობლების არასტაბილურობაზე იყოს აგებული, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრ ასაად ალ-შაიბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო უარესდება, ისრაელი კი, ღაზის მოსახლეობის ჩაგვრას აგრძელებს.
„ზამთრის თვეების მოახლოებასთან ერთად, ისრაელი ჩვენს ძმებსა და დებს ღაზაში უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ პირობებში აყენებს. ჰუმანიტარული დახმარების შეღწევის ყოველგვარი გამართლების გარეშე შეზღუდვით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით და კაცობრიობის სინდისის უგულებელყოფით, ისრაელი აგრძელებს ღაზის მოსახლეობის ჩაგვრას“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
ფიდანმა ასევე ისაუბრა „მექას ალიანსის“ შესახებ, რომელიც საუდის არაბეთს, თურქეთსა და პაკისტანს შორის ოფიციალურად 2026 წლის 7 აგვისტოს გაფორმდა. მისი თქმით, თურქეთი მზად არის, „მექას ალიანსთან“ ერთად იმუშაოს რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად.
„როგორც კი „მექას ალიანსის“ ინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულდება, ჩვენ სიამოვნებით მივესალმებით სხვა ქვეყნებს, რომლებიც რეგიონში მშვიდობას ეძებენ და საერთაშორისო სამართალს პატივს სცემენ“, – განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
Turkish Foreign Minister Hakan Fidan:
As the winter months approach, Israel is subjecting our brothers and sisters in Gaza to extremely harsh humanitarian conditions.
By restricting the entry of humanitarian aid without any justification, in violation of international law and in disregard of humanity’s conscience, Israel continues to oppress the people of Gaza.
— Clash Report (@clashreport) November 17, 2026