ჰაკა ჯეისონ მომოას და „აქუამენის“ მსახიობების შესრულებით [ვიდეო]
ჰაკა ჯეისონ მომოას და „აქუამენის“ მსახიობების შესრულებით [ვიდეო]

DC-ს კინოფილმ „აქუამენში“ მთავარი როლის შემსრულებელმა ჯეისონ მომოამ, რომელიც წარმოშობით ჰავაელია, ჰაკა სხვა მსახიობებთან და საკუთარ შვილებთან ერთად შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ ჰაკა საბრძოლო ცეკვაა, რომელსაც ახალ ზელანდიელი მორაგბეები ყოველი სანაკრებო შეხვედრის წინ ასრულებენ. უნდა აღინიშნოს, რომ ცეკვა ექსკლუზიურად ახალ ზელანდიელებს არ ეკუთვნის და ფესვები მაორების კულტურიდან აქვს, ხოლო მომოა კი სწორედ მათი შთამომავალია.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც მსახიობი ჰაკას ასრულებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ მომოასსატახტოთა თამაშში“ (Game of Thrones) ხალ დროგოს როლზე დაამტკიცებდნენ, მან სერიალის რეჟისორების სიმპატია სწორედ ამ საბრძოლო ცეკვით დაიმსახურა.