ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 1 419-მდე გაიზარდა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

მაშველები შენობების ნანგრევებში ჩარჩენილ მოქლაქეებს ეძებენ. 6 900 ადამიანი საავამდყოფოებშია გადაყვანილი. სამაშველო ოპერაციაში ჩართული არიან მაშველები აშშ-დან, ჩილედან, მექსიკიდან და კუბიდან. შეგახსენებთ, რომ 7,2 მაგნიტუდის მიწისძვრა ჰაიტიზე 13 აგვისტოს მოხდა.

პარალელურად, კუნძულს ტროპიკული შტორმი „გრეისი“ უახლოვდება. მეტეოროლოგები გადაუღებელ წვიმას და ძლიერ ქარს პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, სტიქიამ შეიძლება, გამოიწვიოს მეწყერიც. მაშველები შიშობენ, რომ მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გამოყვანა შტორმის გამო გართულდება.

სტიქიის გამო ჩახერგილია გზები, რაც დაზარალებული მოქალაქეებისთვის დახმარების მიწოდების პროცესს აფერხებს. მიწისძვრის გამო უსახლკაროდ დარჩა 30 000 ადამიანი. ჰაიტის საგანგებო სიტუაციების სამსახური მოუწოდებს მოქალაქეებს დროებით შეიფარონ დაზარალებული მოსახლეობა.

დატოვე კომენტარი