ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა

00:01, 15.08.2021

ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 227-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს.

დანგრეულია ათობით შენობა. მოქალაქეების ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.

ჰაიტიზე მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. დღის განმავლობაში დაფიქსირდა სულ მცირე ხუთი მძლავრი განმეორებით ბიძგი.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გასცა განკარგულება, რომ ჰაიტიზე მიწისძვრით დაზარალებულებს დაუყოვნებლივ გაუწიონ დახმარება.

მსგავსი